top of page

ინტერვიუ
ბულინგის მსხვერპლი

- რა არის შენთვის ბულინგი?

-ბულინგი - ეს ისაა რაც უდიდეს ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ადამიანზე. ჩემთვის ეს არის ის რაც მძიმედ აისახა ჩემს პიროვნულ განვითარებაზე. მე ვარ ბულინგის მსხვერპლი.

-რა გავლენა მოახდიანა ბულინგმა შენზე? მოგვიყევი შენი ისტორია.

-ბულინგმა დიდი დარტყმა მიაყენა ჩემს თვითშეფასებასა და ფსიქოლოგიას. ბულინგი დაიწყო სკოლის პერიოდში, როდესაც ჩემი ამხანაგები მაბულინგებდნენ ჭარბი წონის გამო.

-შეძელი თუ არა ამ პრობლემის დაძლევა და როგორ?

-როგორც ესეთი ბულინგი არ შემწყდარა, მაგრამ საგრძნობლად მოიკლო, როცა შევძელი დამეიგნორებია და არ მიმექცია დიდი ყუარდღება მათთვის. ამაში კიდევ დამეხმარა მეგობრები, მასწავლებლები, ნათესავები და შევძელი, რომ დიდი ყურადღება არ მიმექცია და გადამეტანა ეს ყველაფერი.

-როგორ ფიქრობ რა შეიძლება გაკეთდეს ბულინგის აღმოსაფხვრელად?

-ალბათ ის, რასაც ჩვენ დღეს ბულინგს ვეძახით შეუძლებელია ბოლომდე აღმოიფხვრას ვფოქრობ მუდამ იარსებებს საზოგადოებაში, სკოლაში და ა.შ. მაგრამ ალბათ თავად ჩვენ უნდა ვეცადოთ არ ავყვეთ ბულერთა ფრაზებს და მოვუწოდებთ მეგობრებსაც მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ ბულინგის მსხვერპლს. მთავრობამაც მაქსიმალურად უნდა აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხზე.

-რას მოუწოდებთ ბულინგის მსხვერპლთ?

-უბრალოდ მაქსიმალურად შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთები, როგორებიც ხართ. გახსოვდეთ, რომ სხვის ნეგატიურ აზრებს არ შეუძლიათ თქვენი დამარცხება.

მივიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან!

არა ბულინგს!

_______________________________________________________________________________________________________________

მონოლოგი - პროტესტის გრძნობა!

(ავტორმა მოისურვა ინკოგნიტოდ დარჩენა)

პირველად ბავშვობაში მოვისმინე ტელევიზორში, რომ ფერადკანიანი ადამიანების უფლებები იყო შეზღუდული. მაშინ არასდროს მენახა "შავკანიანი" ადამიანი, ამიტომ მოვძებნე ინტერნეტში და იმ მომენტში დადებითი დამოკიდებულება გამიჩნდა და ჩემში დაიბადა პროტესტის გრძნობა. ბევრი ვიფიქრე და ვერ მივხვდი რას ერჩოდნენ უდანაშაულო ხალხს, რომლებიც "თეთრკანიანებისგან" არაფრით განსხვავდებოდნენ. ამ ყველაფრით იმის თქმა მსურის, რომ არ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ადამიანები თავიანთი შეხედულებების ან თუნდაც გარეგნობის გამო.

არა რასიზმს!

bottom of page